საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „კავკასიის ენები“

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი 19-20 მაისს გამართავს II  საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო ონლაინ კონფერენციას  „კავკასიის ენები“

კონფერენციაში მონაწილეობისათვის  მიიღება მოხსენებები შემდეგი საკითხებით: იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემა-სტრუქტურის საკითხები; არეალური ლინგვისტიკის, კომპატარატივისტიკისა და ტიპოლოგიის საკითხები; ასევე სოციოლინგვისტიკის, კერძოდ, კავკასიის ენათა ფუნქციონირების საკითხები.

კონფერენციის მიზანია - კავკასიის ენდოგენურ და ეგზოგენურ ენათა სისტემა-სტრუქტურის შესწავლაში სტუდენტური კვლევების წარმოჩენა და ინტერნაციონალიზაცია, ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური საკითხების კვლევებისათვის ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება, ლინგვისტური კავკასიოლოგიის განვითარება.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები - კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 11.05.2022-მდე   საორგანიზაციო კომიტეტს უნდა წარუდგინონ მოხსენების ტექსტი და საავტორო მონაცემები (სახელის, გვარის, სწავლის ადგილისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით). ავტორის (ავტორების)  ინფორმაცია და მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს  ცალკეულ ფაილებში. მოხსენების სათაური უნდა შეიცავდეს ავტორის გვარს დამატებული სიტყვით  (მაგალითად: Margiani _Paper.doc).

მოთხოვნები ტექსტის ფორმატისთვის: მაქსიმუმ 8-მდე ნაბეჭდი გვერდი, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1.5, რედაქტორი - Word. შრიფტი - Times New Roman. გვერდის პარამეტრები: ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა, თითო 2 სმ. წყაროების მითითება - მთავარ ტექსტში კვადრატულ ფრჩხილებში, წყაროების სია - ანბანური თანმიმდევრობით -  ბოლოს. მასალები იგზავნება ელექტრონული ფოსტით Caucasus.stud.I.@gmail.com (აღნიშნულია "კონფერენციისთვის", ცხრილები, გრაფიკები და ფიგურები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე ფაილში.

მოხსენებაში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თეორიული და ექსპერიმენტული, ან სხვა სახის ლინგვისტურ კვლევათა შედეგები. სამეცნიერო კოლეგია განიხილავს მოხსენებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას კონფერენციის პროგრამაში ჩართვის შესახებ. მოხსენებას უნდა ახლდეს აბსტრაქტი ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული, ინგლისური. მოხსენებისათვის - 15 წუთი, დისკუსია - 5 წუთი

მოხსენებები გამოიცემა სტუდენტური ელექტრონული  ჟურნალის სახით.

საორგანიზაციო კომიტეტი თბილისი, ჭავჭავაძის 3 e-mail: Caucasus. stud.I.@gmail.com T. +995 5 97 17 13 68

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - ქეთევან ქურდიანი

სამეცნიერო რედკოლეგიის პასუხისმგებელი რედაქტორი - პროფესორი ცირა ბარამიძე

კონფერენციის საინფორმაციო წერილები იხ. ინგლისურ და რუსულ ენებზე.

თარიღი: 18/02/2022